იმოგზაურეთ რუმინეთში, ქვეყანაში, რომელმაც ბებერი კონტინენტის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, შუა საუკუნეების ხიბლი, რომანტიკა და მისტიკა დღემდე შეინარჩუნა. ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი უძველესი ციხე-სიმააგრეებით, მსოფლიოში უდიდესი პარლამენტის შენობით და გრაფი დრაკულას, იგივე უკვდავი გრაფის (ვლად ცეპეშის) მისტიკური ისტორიით.
ტურის ღირებულება 1 ადმიანზე:
15-19 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში – 1305 ლარი (450 ევრო);
20-24 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში – 1185 ლარი (407 ევრო)
25-29 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში – 1120 ლარი (385 ევრო)
30-34 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში – 1070 ლარი (370 ევრო)
35-39 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში – 1045 ლარი (360 ევრო)
40-45 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში – 1015 ლარი (350 ევრო)
ტურის ღირებულებაში შედის:
- 4 ღამე 3* და 4* სასტუმროებში (ერთი პერსონა 2 ადგილიან ნომერში);
- ორჯერადი კვება (საუზმე – შვედური მაგიდა და სრულყოფილი ვახშამი, რომელშიც ასევე შედის მინერალური წყალი);
- ერთჯერადი მისასალმებელი სადილი ძველი ქალაქის ისტორიულ რესტორანში. (სადილში ასევე შედის 1 კათხა ლუდი ან 1 ბოკალი ღვინო თქვენი არჩევანის შესაბამისად და ფოლკლორული შოუ);
- სადილი ადგილობრივ რესტორანში;
- გამაგრილებელი სასმელი რეგისტრაციისას;
- ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში;
- შესასვლელი ბილეთები ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტში (კოზიას მონასტერი, ლუთერანული ეკლესია, დრაკულას ციხე-სიმაგრე, შავი მონასტერი, საათის კოშკი, ეკლესია გორაკზე, პელეშის ციხე-სიმაგრე);
- გადაადგილება თანამედროვე ავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში (30 ადგილიანი ავტობუსი 15-24 ადამიანზე, 48 ადგილიანი ავტობუსი 25-40 ადამიანზე)
- სამოგზაურო დაზღვევა;
- ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი.
ტურის ღირებულებაში არ შედის:
ავიაბილეთები (ქუთაისი-ბუქარესტი – ქუთაისი, ან თბილისი- ბუქარესტი- თბილისი).